უბნელესი გრუზინი: “ირანელებს ნუ დასცინით, თქვენს ცოლებს მოუარეთ!”

ინტერნეტში, დასავლეთის წამხდურები, დასცინიან ირანის ტელევიზიას, რომელიც ქალურ სიშიშვლეს არ უჩვენებს თავის მრავალმილიონიან აუდიტორიას და ისლამის წესებს სრულად იცავს.

კერძოდ, ინგლისის პრემიერ-ლიგის ჩემპიონატის მატჩში, როდესაც “ტოტენჰემი” მასპინძლობდა “მანჩესტერ იუნაიტედს”, მსაჯთა ბრიგადაში ერთი ქალი იყო გამწესებული. იმის გამო, რომ ირანელ ტელემაყურებელს შორტებიანი ქალი არ დაენახა, ირანის ტელევიზიამ დაახლოებით 100-ჯერ შეწყვიტა მატჩის ტრანსლაცია იმ მომენტში, როდესაც კადრებში ქალს აჩვენებდნენ ახლო პლანით. ნაცვლად მსაჯი-ქალისა, ეკრანზე ჩნდებოდა სტადიონის პანორამული სურათი.

რა თქმა უნდა, შეიძლება ამაზე გაგვეცინოს, მეტისმეტი არაფერი ვარგა. მაგრამ იმას მაინც ხომ სჯობია, რაც საქართველოში ხდება? რაო, რა ხდებაო? რა და, ცოლი ქმარს უჩივის და ე. წ. ქართული სახელმწიფო ერთ ასეთ ჩივილზე მზადაა, კაცს ციხეში უკრას თავი! უკვე რამდენი შემთხვევაა ასეთი, “ცნობადი სახეების” მონაწილეობით?

არავის კონკრეტულად არ ვგულისხმობ, იმედია, მორიგდებიან-შერიგდებიან და ოჯახური იდილია ყველას სახლში დაისადგურებს, მაგრამ ნორმალური ცოლი, ცოლობამდე რომ ნორმალური ქალი რომ ყოფილიყო, განა იკადრებს ქმარს უჩივლოს პოლიციაში მცირე უსიამოვნების გამო? ბოდიში, მაგრამ არც ის კაცი უნდა იყოს მთლად დალაგებული, ასეთ ცოლს რომ მოიყვანს! თუმცა ყველაზე უფრო დაულაგებელი და არეული ჩვენი ე. წ. სახელმწიფოა, რომელიც ასეთი სისულელეებითაა დაკავებული და ციხეები გაავსო მათით, ვინმემ შვილს თუ ყური აუწია ან ცოლს სილა გააწნა (ცოლმა რომ ქმარი დაჩაგროს, იმაზე ცოლს პასუხი არ მოეთხოვება, რასაკვირველია).

ასე რომ, ირანელებს ჩვენი დასაცინი არაფერი სჭირთ, უფრო ჩვენ ვართ დასაცინები – სხვის დაცინვას, სჯობს, საკუთარ ცოლებს მოუარეთ! ირანელები თავიანთი რელიგიის კანონებს მკაცრ ინტერპრეტაციას უკეთებენ და ეს, შესაძლოა, თანამედროვე ვითარებაში გროტესკულ ფორმებსაც იღებდეს. თუმცა განა თავად ეს თანამედროვე ვითარება არ არის გროტესკული? იქნებ ვიკითხოთ: რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მსაჯი მამაკაცებს შორის გამართულ საფეხბურთო მატჩზე? რატომ, კაცი-მსაჯი დაილია ქვეყანაზე? ბოლოსდაბოლოს, ძველებურად რომ მოუნდეს გულშემატკივარს – “სუდია პიდარას%!” დაძახება, უნდა დაიძახოს თუ ეს დასჯადი იქნება?

ფეხბურთს გარდა, ამას წინათ, შემთხვევით შევესწარი ჭიდაობის მატჩის ტრანსლაციას, სადაც მამაკაცებს შორის გამართულ ორთაბრძოლას ქალი მსაჯობდა! მხოლოდ ძალიან ავადმყოფი გონების ადამიანს შეიძლებოდა, ასეთი რამ თავში აზრად მოსვლოდა… როგორც ჩანს, ასეთი ავადმყოფები დომინირებენ უკვე, როდესაც ხდება გლობალისტური დღის წესრიგის შედგენა.

ვის რას უმტკიცებენ ამით, რომ “ლეკვი ლომისა სწორია?” კიდევ უფრო სასაცილო ხდება ეს ყველაფერი, სავალალო რომ არ იყოს – მიმდინარეობს ფასეულობების ნიველირება, კაცების დადედლება, ქალების გამამლება, ყველაფერი უნდა აირიოს-დაირიოს, აიმღვრეს, გადაგვარდეს… ეს არის ზოგადი მიზანი.

ვერაფერს ვიზამთ – თუკი ამ ორომტრიალს ჩავყევით ბოლომდე და საკუთარი სუვერენიტეტი, საკუთარი ფასეულობები არ დავიცავით. “ევროინტეგრაცია” და “ევროატლანტიზმი” ვერ დაგვიცავს, პირიქით, უფრო გაამწვავებს და დააჩქარებს ქართველობის გაქრობას და გადაშენებას.

 

უბნელესი გრუზინი