578 ინფიცირებული და 659 გამოჯანმრთელებული

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 295 936 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ  659 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 281 574-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 10 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 3 949 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 5 650, PCR ტესტით 4 100.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,93%, ბოლო 14 დღის 3,06%, ბოლო 7 დღის 3,58%.

 

‘რუსთავი2″