სააკაშვილის რეჟიმის იდეოლოგები და ქართული ოჯახების განმაკულაკებელი ბანკირების ლობისტები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მითუმეტეს, ვერც მეგობრები ვერ იქნება!
რომ არა მათი თავხედური ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ქართული ოცნების “ჟოპალიზური” პოლიტიკა დასავლეთთან მიმართებაში,
დღეს სამართლიანობა აღდგენილი იქნებოდა და ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესსაც მივიღებდით ქვეყანაში, რომლისთვისაც ვითომ იბრძვიან ჩვენი ვითომ მეგობრები!
ეს ეგრედწოდებული სტრატეგიული პარტნიორები მოლაპარაკების მაგიდასთან რასაც გვტენან, ამას ქვია დანაშაული და ქართული სახელმწიფოს შიდა საქმეებში თავხედური ჩარევა!
ეგრედწოდებული დიპლომატები მოლაპარაკების მაგიდასთან უხმობენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არცერთ შემთხვევაში არ გახლავთ ქართველი ხალხის რეპრეზენდატორები.
ეგრედწოდებული ოპოზიცია, რომლის ვარსკვლავებიც გახლავთ, ჯალათები და ბანკირ – ნარკომანები, ნამდვილად არ გახლავთ ქართველი ხალხის ნების გამჟღერებლები, არც პარლამენტში და არც პარლამენტს გარეთ!
მაშინ რისთვის ან ვისთვის ესაუბრებიან ამ ოპოზიციას ?
თუ ნამდვილად ქართველი ხალხის მეგობრებად იწოდებიან ?
ეგრედწოდებული დასავლელი დიპლომატები, რომელთა მთავარი მიზანიც მხოლოდ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის თავს მოხვევა გახლავთ ცდილობენ სამარიდან დააბრუნონ და ხელისუფლებაში დაგვისვან ისეთი ჯალათები, როგორიც ბოკერიაა.
პოლიტპატიმრებად შემოგვტენონ მხედრიონელი რურუა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ბრალდებული მელია.
ეგრედწოდებული დიპლომატები ცდილობს ერის კამკულაკებელი ბანკირები დაგვისვან ხელისუფლებაში, აღარაფერს ვამბობ იმ ორსახოვან პოლიტიკოსებზე, რომლებიც ქართველ ხალხს დიდი ხანია ჰყავს პოლიტიკურ სანაგვეზე გადაყრილი!
არ შეიძლება გერქვას ქართველი ხალხის მეგობარი, როდესაც აქტიურად ლობირებ დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც ჯალათებით, სადისტებით, ნარკომანებით და ქართული ოჯახების განმაკულაკებელი ბანკირებით არის დაკომპლექტებული!
ირაკლი ჯანყარაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი