წარმატებული მასობრივი ვაქცინაციის წყალობით, ისრაელში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
ინფორმაციას ამის შესახებ reuters-ი ავრცელებს.
თუმცა, მთავრობის განცხადებით, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოდ რჩება. ამიტომ ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სამედიცინო ნიღაბი მუდამ თან ჰქონდეთ.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში 16 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის 81%-მა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიიღო.
ისრაელში ასევე გაიხსნა სკოლები და ბაღები.
წყარო: itv.ge