მას ეს სავარძელი უყიდეს და ვალი უნდა გაისტუმროს, ღიად ვაჭრობს – ნინო ბურჯანაძე

პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, მედიასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება:

“…და რომ გადაიფიქროს? არასერიოზულია ესეთი ლაპარაკი, უხერხულია, როდესაც პრეზიდენტი ასეთი კრიტერიუმებით ლაპარაკობს.

“ქართული ოცნების” დანამატად ჩამოყალიბდა და არც მიკვირს, მას ეს სავარძელი უყიდეს და ვალი უნდა გაისტუმროს. უბრალოდ სირცხვილია, როდესაც პრეზიდენტი ასე ღიად ვაჭრობს. ვაჭრობაა და შანტაჟი, აბა, რა არის?”