დიტო ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
მაგარია ლუკაშენკო, ძალიან მაგარი მმართველი.
საბჭოეთი ინგრეოდა და ხმა არ ამოუღია, საერთოდ გაისუსა. ჩვენგან განსხვავებით კედლის ნანგრევებს თავი არ შეუშვირა.
არც ამერიკელებს მოუდრიკა ქედი და არც ევროპელებს. ამერიკის ელჩმა პირადად შესთავაზა მილიონები, თუ სიკვდილით დასჯას გააუქმებდა და ამაზეც ვერ დაიყოლიეს – გავაუქმებ მაშინ, როდესაც გააუქმებთ თქვენც, ასეთი პასუხი გასცა.
ჩვენ ევროკავშირის დაკრულზე ვცეკვავთ და სანაცვლოდ რა მივიღეთ? ანდისკრიმინაციული კანონი, რომელიც 21 საუკუნის პანდირას ყუთია, 3 თვით წოწიალის უფლება ევროპაში, ისიც უამრავ პირობას უნდა აკმაყოფილებდე და ასევე, საკუთარ საქმეებში უხეში ჩარევა – სისხლის სამართლის დამნაშავეებს პოლიტ პატიმრებს უწოდებენ და პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სამართლიანობის აღდგენაზე ფიქრსაც თავი დაანებეთო.
ბელორუსიას კი ფეხებზე კიდია ევროპელი დამქაშების აზრები, სამაგიეროდ 6 თვე შეუძლიათ ევროპაში მოძრაობა და ცხოვრება.
მერე იყო და პუტინმა 9 მაისი ონლაინ მიულოცა ხალხს, ისიც მოგვიანებით. აი ლუკაშენკომ კი პირდაპირ 9 მაისს ჩაატარა აღლუმი და პირბადეც კი არ ეკეთა – შეადარეთ ახლა ჩვენი მშიშარა, მონა კურდღლების საქციელი მისას.
მერე იყო და ურია ტიხანოვსკაიამ ჩამოგდება დაუპირა – თითქმის ნახევარი ევროპა იდგა მის უკან, ლიტვამ და პოლონეთმა საერთოდ ბელორუსიის მიწებზე განაცხადეს პრეტენზია. იგივე ფერადი რევოლუცია სურდათ, რაც სხვა ქვეყნებში მოხდა. აქაც რკინასავით დადგა.
აგერ ბოლოს კი, მისი ლიკვიდაციის მოსურნეები ალაგმა და მართლა დედა უტირა. ბევრი ხალხია დაჭერილი და პირდაპირ ამერიკელებს დაადო ხელი. ნუ ახლა იანკები როგორ იკადრებდნენ სხვის საქმეში თავიანთი გრძელი ცხვირის ჩაყოფას….. ბელარუსიულ კგბ -ს, რუსული ფსბ დაეხმარა და სპეცოპერაცია მოსკოვში მოხდა, შემდეგ კი დაკავებულები მინსკს გადასცეს.
მაგარი ხარ ბატია, მაგარი. უშიშარი კაცია და გული მწყდება, შენისთანა ვაჟკაცი ერთიც კი არ გვყავს არა მარტო მთავრობაში, არამედ ოპოზიციაშიც.