ნიდერლანდებმა შეზღუდვები გაახანგრძლივა და კიდევ ძალაში დატოვა

ნიდერლანდებში,კორონავირუსის ახალი შემთხვევების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები ძალაში 28 აპრილამდე დარჩება.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

შეზღუდვების ფარგლებში ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. შეკრების ლიმიტი 2 ადამიანია.

ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ნიდერლანდებში კოვიდის 1,364,025 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 16,822 ადამიანი.

წყარო: newposts.ge