პოლიტიკური პარტიის “ტრიბუნა” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:
დღეს ვინც ხელს აწერს, ყველა პირდაპირ „ ქართულ ოცნებაში“ შესასვლელად ემზადება.
და მგონი ცოტა უხერხულია ისიც, რომ გახარია უფრო მაღალი ზნეობის ადამიანი გამოდის, მან ხელი მაინც არ მოაწერა უმსგავსო დაჭერას…
მოკლედ,
- როდესაც ნიკა მელია ციხეშია, „ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე არ უნდა დაჯდე!
მითუმეტეს, რომ ყველა მოლაპარაკების წინ ოპოზიციის ლიდერს კრიმინალს ეძახიან და არა პოლიტიკოსს! - გახარია უკვე ემზადება ამ პარლამენტის დასაშლელად, თან დარწმუნებული ვარ ამის გეგმაც უკვე გაწერილია და შეთანხმებულიც „პირველ“ პირთან.
ადგილობრივი არჩევნებიც ხომ სწორედ იმისთვის სჭირდება, რომ გახარიამ შექმნას სტრუქტურა. - ყველაზე მძიმე კი ის არის, ნიკა მელიას გამოყვანას ამნისტიით რომ აპირებენ!
ანუ, მას და 20-21 ივნისის დამნაშვეებს საერთო ამნისტია უნდა შეეხოთ.
ადამიანის, ვინც თავს დამნაშავედ არ თვლის და ღირსებისთვის, ჯანმრთელობის ფასად ზის ღირსეულად;
და რაც მთავარია, ადამიანი, ვისმა დაჭერამაც დაგვაბრუნა მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში!
ასე კი, იმ მოცმულობაში ვბრუნდებით უკან, როცა არც არავის აინტერესებდა რაზე საუბრობდა ოპოზიცია.
მაშინ გადაიხდიდა მელია თავიდანვე ამ გირაოს და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მაინც არ იჯდებოდა ოთხ კედელში…
“ალია”