ქართველები დამაქცევრის მხარდამჭერას მისდევენ და ყიდიან ქვეყანას –  დემურ გიორხელიძე

”ტოტალურად კორუმპირებული და სკლეროზული ეკონომიკა” –
ასე შეაფასა რუსეთის ეკონომიკა ერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ.
გასაკვირი ისაა, მხოლოდ – საქართველოს ეკონომიკა რატომ არის ზუსტი ასლი რუსული ეკონომიკისა და, გარდა ამისა, დამატებით – დეგენერატული!

p.s.
რა ახარებს ქართველებს,
რას უჭერენ მხარს,
რისი იმედი აქვთ პასიურად მყოფთ:
დეგენერაციის განვითარებისა და
კორუფციის ზე-აყვავებისა, რასაც
ქვეყნის გაყიდვა მოსდევს თან?!
ერთ ძალზე ინტელექტუალურ ქართველს, რომელიც საზღვარგარეთ ცნობილ სამეცნიერო ცენტრში მოღვაწეობს, მის შეკითხვაზე, თუ რა ხდება საქართველოში, ვუპასუხე: ”ყიდიან!”
(თან ნიკო ლორთქიფანიძის სასოწარკვეთილი კივილიც შევახსენე: ”იყიდება საქართველო”).
არ გაკვირვებია, მშვიდად მითხრა:
”ახალი არაფერია, ქართველები თავის ისტორიულ პროფესიას დაუბრუნდნენ!”
დიახ, ქართული პოლიტიკური ელიტა თავის ისტორიულ პროფესიას დაუბრუნდა.
რამ გადაარჩინა?!
ორჯერ წაშლის პირას მისული ქვეყანა იმპერიულმა გეოპოლიტიკურმა ინტერესმა და ტექტონიკური მასშტაბის ისტორიულმა მოვლენამ იხსნა! მაგრამ იმის ალბათობა, რომ ამჯერად საიდანმე ხსნა იქნება, გარდა შიდა რესუსრსის მობილიზაციისა, ნაკლებად სავარაუდოა:
გეოპოლიტიკური შეცდომები დაასამარებს მას.
ქართველები კი დამაქცევარის მხარდამჭერას მისდევენ
და გაყიდულ ქვეყანას ეპიზოდური მიტინგებით ”იცავენ!”, თან ჰგონიათ, რომ საქმეს აკეთებენ!
დროის ორი მთავარი ნიშანი:
(30-წლიანი პრაქტიკით დადასტურებული):
(ა) დამაქცევრების გულმხურვალე მხარდაჭერა
და
(ბ) შლეგური პრიმიტიული მიტინგომანია, –
ბრწყინვალე შენიღბვა უსუსურობისა და გონიერებიდან გასვლისა.