“ქუჩასა და კარვებში დარჩენილი რადიკალური ოპოზიცია სწორედ რუსეთიდან მართულია და ქვეყნის დაყოფის სურვილი აქვს” – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბის დედათა მონასტერში დღეს ქადაგებისას ისაუბრა.
“ზოგი იძახის შევალ, ზოგი იძახის არ შევალ, ვინ ხარ? რას გვამადლი შეხვალ თუ არ შეხვალ პარლამენტი! ვის გინდა გვერდზე დაუდგე?! კარვებით რამეს დაამარცხებ? კაი შიგნით ერთმანეთს არ უსმენთ, მთელი მსოფლიო გეუბნებათ მიდით, გააკეთეთ ისე თუ გინდათ ჩვენთან ურთიერთობა, პარლამენტის წესით მოახდინეთ ცვლილებები. ოპოზიციის ლიდერებიც, რომ ავიღოთ, არ მოინდომებენ სასამართლოზე ან ძალოვნებზე თავზე მოჯდომას?! მოინდომებენ ჩვეულებრივ იმიტომ არ უნდათ პარლამენტში შესვლა, რომ კანონები შეიცვალოს. კანონები, სისტემა თუ არ შეიცვალა არაფერი არ დალაგდება და არაფერი წესიერება არ იქნება ჩვენთან.
კეთილი ინებეთ და საქართველოს რაც სჭირდება ისე გააკეთეთ, თორემ სინამდვილეში აბა რა ხდება?! რუსეთი უკრაინაში რატომ მიდის, რაღაც არ მოსწონს უკრაინაში და იქ მიდის თორემ ჩვენთან არ მოვიდოდა?! ჩვენთან რატომ უნდა მოვიდეს ტანკი ან ავიაცია მოიყვანოს, ან წყალქვეშა ნავები მოიყვანოს.
ერთმანეთში დაპირისპირება, მიუხედავად იმისა რომელ მხარეს ხარ რუსის ტანკი ხარ, რუსის ძალა ხარ ქართულ ქვეყანაში. იმის მაგივრად გავერთიანდეთ, რომ ერთობა გვქონდეს, რას გვთავაზობთ ერს? ჩვენ სხვა რამ გვინდა, რომ წესიერ საქართველოში ვიცხოვროთ, მოვძლიერდეთ და არა ისე, რომ ვიღაცები სკამებზე ისხდნენ. დაპირისპირება რამე კარგს მოგვიტანს? მსოფლიო აღარ დაგველაპარაკება, რაც ქართველ ერს უნდა, ის უნდა გააკეთო.
თუ რომელიმე ძალა ჩანს ახლა საქართველოში, ვისაც უნდა ახლა მოსვლა, რომ ქართული ძალა იყოს?! რუსეთი ათამაშებს ყველა მხარეს, ვისაც მოსვლა უნდა ისინიც ეგეთი სათამაშოები არიან. ცოტა დავფიქრდეთ, მოვიქცეთ ისე, ღმერთს რომ გაუხარდება. შედით და კანონები მიიღეთ, როცა მოემზადებით ცვლილებებისთვის.
თუ უფალი ინებებს არჩევნები ვადამდელი ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებში, ქუჩებში მაგითაც არაფერი არ მოხდება. ნუ აკეთებთ ჩვენი მტრების საქმეს, რამდენ ნაწილად გინდათ გახლიჩოთ საქართველო? რომ შემოვიდნენ თქვენ გგონიათ ერთი ქვეყანა შემოვა მარტო, აბა შეხედეთ, რას უზამენ საქართველოს და წინა საუკუნეში, რაც დავკარგეთ რამეს ვიბრუნებთ?! ახლა რამდენი ტერიტორიის გადაცემის წინაშე ვდგავართ ამ გაუნათლებელი პოლიტიკოსების გამო“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.
წყარო: ptn.ge