გასული 24 საათის განმავლობაში, მილიარდნახევრიან, უზარმაზარ ჩინეთში, კორონავირუსის სულ რაღაც 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დაფიქსირებული შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია.
ამასთან ერთად ჩინეთში კორონავირუსის 16 უსიმპტომო შემთხვევაც კი დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
წყარო: bm.ge