აშშ-ის ქალაქ ოსტინში ბოროტმოქმედმა ცეცხლი გახსნა. სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას buffalonews.com ავრცელებს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, სროლა „საყოფაცხოვრებო კონფლიქტის“ ხასიათს ატარებს. ინციდენტი მრავალსართულიან კომპლექსში მოხდა.
ბოროტმოქმედმა მიმალვა მოახერხა. ადგილზე პოლიციის გაძლიერებული ქვედანაყოფებია მობილიზებული.