ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში გზავნილს აკეთებს:
პრეზიდენტმა ბრძანა, ჩემთვის არც კი უკითხავთ, ისე გამხვიეს შარშიო…
ისე გააკეთეს ჩანაწერი ხელშეკრულებაში, ჩემთან არც კი შეუთანხმებიათო…
ფაქტის წინაშე დამაყენესო!
აი, ამიტომ ვამბობ, რომ არიან თავხედები, უტვინოები და ამბიციურები…
სალომეს დღევანდელი გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურ ენაზე გაჟღერებული, პოლიტიკური აქცენტებით დატვირთული საყვედური უძღები შვილების მიმართ…
თქვენ ადამიანები არ ყოფილხართ!- ასე გავიგე მე პრეზიდენტის დღევანდელო პათოსი….