დააკავეს მამაკაცი, რომელმაც გორში მეზობელი მოკლა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის 1952 წელს დაბადებული ზ.მ.-ა. რომელიც წარსულში მრავალჯერ იყო ნასამართლევი.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, შურისძიების მოტივით, თანასოფლელი – 1972 წელს დაბადებული ვ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

წყარო: itv.ge