რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დასავლეთმა მასიური ანტირუსული ფსიქოზი უნდა შეწყვიტოს და არსებული განსხვავებების დასაძლევად კონსტრუქციული დიალოგი უნდა აწარმოოს.
„ყველას მოვუწოდებთ, დამშვიდდნენ, უარი თქვან მასიურ ანტირუსულ ფსიქოზზე და კონსტრუქციულად, მშვიდად აწარმოონ დიალოგი, რათა არსებული განსხვავებები გადაილახოს“, – აღნიშნა პესკოვმა.