ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ – ვახტანგ მეგრელიშვილი

“ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. როგორც ყველა, შევუერთდები ჩემს კოლეგებს და ყველას უღრმეს მადლობას გადაგიხდით თქვენი შრომისთვის ამ გრძელ პერიოდში. მე მესმის, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და თუ ჩვენ გვინდა ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან ლაპარაკის სწავლა”.

ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

– “ვფიქრობ, ბოლო შემთხვევა შეიძლება, იყოს და მხოლოდ ამით გამოვისყიდით თქვენს წინაშე იმას, რომ ამდენი გაწვალეთ, თუ ამის შემდგომ ჩვენ ვისწავლით ერთმანეთთან ლაპარაკს და აღარასოდეს აღარ დაგვჭირდება ამ ტიპის დახმარება. დიდი მადლობა იმისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

წყარო: itv.ge