გარი კასპაროვი, სრული უმეცარი, ამერიკელებს ასწავლის როგორ მოექცნენ რუსეთს! ასე იცის იდეოლოგიურმა გამოთაყვანებამ და ტროცკიზმის იდეებზე “შეჯდომამ”…- დემურ გიორხელიძე

აშშ-ში რომ სერიოზული კრიზისია, ამ პუბლიკაციითაც ჩანს: გარი კასპაროვი, ეს ებრწყინვალესი მოჭადრაკე, მაგრამ აბსოლუტურად არასერიოზული და ნერვოზული კონვულსიებით შეპყრობილი პოლიტიკაში, უფრო ზუსტად, სრული უმეცარი, -ამერიკელებს ასწავლის როგორ მოექცნენ რუსეთს!

არაკომპეტენტურს უწოდებს აშშ-ს პრეზიდენტს (ოღონდ რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში), ამერიკელები ამ სისულელეს აქვეყნებენ თავის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გაზეთში და სერიოზულად ეკიდებიან ამ ბრიყვულ რეკომენდაციებს!

მგონი, ამერიკელებს შეეშინდთ კიდეც! ასეა! ასე იცის იდეოლოგიურმა გამოთაყვანებამ და ტროცკიზმის იდეებზე ”შეჯდომამ”. მისდიო ლეიბა ბრონშტეინის იდეებს, ეს – ეს იგივეა სამარეს უთხრიდე საკუთარ ქვეყანას.

წაიკითხეთ მკითხველების მოსაზრებები – ასეთ რამეების დაწერა თავისუფალ ხალხს შეუძლია, რომელიც გრძნობს, თუ რა ჭაობში ეფლობა ქვეყანა. მკითხველებიც ხვდებიან, – ქართველებს აქამდე ჯერ ბევრი უკლიათ – ნატო – ეს კონფრონტაციის მიზნით შენარჩუნებადი ორგანიზაციაა და არასდროს დაუშვებს ევრაზიის კონტინენტზე თანამშრომლობასა და განვითარებას, ცხადია, სანამ ამის შესაძლებლობა ექნება, მაგრამ შესაძლებლობები არაინვარიანტულია დროის მიმართ!

https://www.wsj.com/articles/why-would-biden-want-a-summit-with-putin-whom-he-calls-a-killer-11618780332?mod=opinion_lead_pos8

p.s.
შეგიძლიათ ნახოთ რუსული თარგმანი ამ სტატიისა:

https://inosmi.ru/politic/20210419/249596389.html

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე