იტალიაში საქართველოს საელჩომ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება გაავრცელა.
რამდენიმე დანართის თანახმად, იტალიის ტერიტორიაზე შემსვლელებმა და იტალიიდან დაბრუნების მსურველებმა ტერიტორიაზე შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ან ანტიგენური სავალდებულო ტესტირება უნდა წარადგინონ.
ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარედგინოს შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირს.
“იმედინიუსი”