„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემდგას შეთანხმებასა და სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები მხოლოდ ლოზუნგები არ არის. ევროპული მსოფმხედველობა ერთმანეთის აზრის და პოზიციის პატივისცემაა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის.
სალომე სამადაშვილს არ ვეთანხმები, მძიმე იყო ზურაბიშვილთან მისი ხილვა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია მასზე ის პერსონალური თავდასხმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხედავთ.
ყველას ვთხოვ თავშეკავებას და განსხვავებული პოზიციის მიმღებლობისკენ მოვუწოდებ. პოლიტიკურად შეგვიძლია ვიკამათოთ. სახე არ უნდა დავკარგოთ“, – წერს დეკანოიძე ფეისბუკ-პოსტში.