პაემანზე მისულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ქალმა კიდევ 16 სხვა ადამიანი დაპატიჟა, ისე რომ მას ამის შესახებ არაფერი უთხრა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კაცმა შეხვედრაზე გადაღებული ვიდეო TikTok-ზე გამოაქვეყნა. ის განმარტავს, რომ ქალი აპლიკაცია Hinge-ის დახმარებით გაიცნო.
“როგორც იცით, პაემნებზე არ მიმართლებს, მაგრამ როგორც იქნა გადავწყვიტე კიდევ მეცადა. ეს წლის განმავლობაში პირველად გავაკეთე და აი რა მოხდა – ეს ხუმრობა არ არის“ – ამბობს ვიდეოში მომხმარებელი @peakay81.
ის მაყურებელს პაემანზე მისულ ყველა კაცს აცნობს, შემდეგ კი კადრში პაემნის ორგანიზატორი ქალი ჩნდება და იძახის:
“ყველა დავპატიჟე, ვინც Hinge-ზე გავიცანი. აი აქ ხართ, იმედია ერთმანეთს გაუგებთ” – ამბობს ქალი.
ვიდეოს 21 ათასი მოწონება და 900 კომენტარი აქვს.
წყარო: for.ge