დავით კალანდია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
სრული მარაზმი!
ქვეყანა კი არა, მარაზმია სრული.
და რა შეიცვალა?
ადრე ქცევის კოდექსს კრემლი გვკარნახობა, ახლა კი ამერიკა. ამერიკას ევროპაც დაემატა.
ძალიან თავისუფლად გრძნობთ თავს?
მე – არა.
მე აღარ მინდა არავის კარნახით არაფრის გაკეთება, მე ჩემი გოგრა მიდევს მხრებზე, მე უკვე იმდენი ვიცხოვრე, რომ რაღაც გავიგე, რაღაც ვიცი, რაღაცა მესმის.
მე მესმის, რომ რაღაცა მესმის.
ჩვენ ვინ ვართ დღეს მსოფლიოსთვის? არაფერი!!!
ჩვენ ვართ ბანქოს დასტაში ექვსიანი, ყვავის ექვსიანი, ყველაზე დაბალი ფერის ექვსიანი.
რა იყო ეს გუშინ???
იდგნენ და მიშელის ფხიზელი ყურადღების ქვეშ, გამოდიოდნენ, რაღაცას პრუტუნებდნენ (ეს არის ახალი ნაბიჯი, ეს არის განვითარების ეტაპი, ეს არის დაახლოვება აფრიკასა და ოკეანიასთან, ეს არის გარგარი და ჭერამი, ეს არის…) მერე მიდიოდნენ ლომბერის მაგიდასთან და, დიდი ამბით, რაღაცას ჯღაბნიდნენ.
და თავი ყველას ზევსი ეგონა.
ყველას ზევსი ეგონა, სამადაშვილს კი – ვენერა.
სხვათა შორის, ხაზარაძემ ორჯერ მოაწერა ხელი: ერთხელ თვითონ, მეორედ კი მისმა თუთიყუშმა ბადრიამ, მაგრამ ეს ვერავინ შეამჩნია, რადგან ყველა მიშელს მიშტერებოდა და პირი ჰქონდათ დაღებული.
* * *
გამოვრთე ტელევიზორი და დიდხანს ვიჯექი ჩუმად, თვალს კი გაზაფხულის პირველ ბუზს ვაყოლებდი.
– გამარჯობა, ბუზო – ვთქვი – შენს დაბრუნებას და ჩემს დახვედრას გაუმარჯოს.
– გამარჯობა, დათო – მიპასუხა ბუზმა და ცხვირზე დამაჯდა – ისევ ჩაიფსით, მიხეილებო?