რამაზ საყვარელიძე – ოპოზიციის დიდ ნაწილს ერთი სული აქვს, როდის შევლენ პარლამენტში

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე შარლ მიშელის მიერ მიღებულ ახალ დოკუმენტს აფასებს და ამბობს, რომ ოპოზიცია ამ შეთანხმების ხელშეკრულებამდეც უნდა შესულიყო პარლამენტში.

“შარლ მიშელის ახალი დამატება ფაქტობრივად მოიცავდა იმ პუნქტებს, რაც მოლაპარაკებების პერიოდში „ოცნებამ“ ისედაც წამოაყენა. ხან კობახიძის პირით ითქვა, ხან მონაწილეებმა გააჟღერეს. ამიტომ, მე მგონი შარლ მიშელმა სწორედ იმიტომ ჩადო ეს ვერსიები, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან თანხმობას ელოდა და იმიტომ გადმოუგზავნა ოპოზიციას.

ოპოზიციის მხრიდან ზოგიერთმა გაიხსენა ის ადრინდელი ეტაპი და თქვა კიდევაც, რომ ეს „ოცნების“ სცენარის გაგრძელებააო. მაგრამ მეორეს მხრივ, ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს ერთი სული აქვთ, როდის შევლენ პარლამენტში და ამიტომ დაეთანხმება იმ მოტივით, რომ ამ სიახლეს უჭერენ მხარს. ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო თავიდანვე.

დათო ზურაბიშვილი ხელისუფლების დამცველად ნამდვილად არ ითვლება, ის იძახდა, რომ ალბათ მსოფლიოს საპარლამენტო ცხოვრების 3 სისულელეს რომ მოაგროვებენ, ერთ-ერთი ამათი ბოიკოტი იქნებაო“ – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

წყარო: ptn.ge