რუსეთმა ორი ბულგარელი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით ეს გადაწყვეტილება სოფიას მიერ ორი რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთმა რუსი დიპლომატები მარტში ჯაშუშურ საქმიანობაში მონაწილეობაში დაადანაშაულა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.