შარლ მიშელს ჩავეხუტებოდი, კორონა რომ არ იყოს

პარლამენტის წევრი და „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ხელმოწერილ დოკუმენტზე საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციას „ჩაწიკწიკებულ“ საარჩევნო რეფორმას ახვედრებენ.

„შარლ მიშელს ჩავეხუტებოდი კორონა რომ არ იყოს. ოპოზიციას ჩაკწიკწიკებულ და გაწიკწიკებულ საარჩევნო რეფორმას ვახვედრებთ,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

ცნობისთვის, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგა – ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა ნაწილმა ხელი მოაწერა.

დოკუმენტს ხელს შემდეგი პოლიტიკოსები აწერენ : დავით ბაქრაძე, ალეკო ელისაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და გიორგი ვაშაძე.

 

“პრაიმტაიმი”