თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე ერთი პირი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მიწოდების სერვისის კომპანია Glovo-ს მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასსა და აღნიშნულ პირს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა – შედეგად თავდამსხმელმა რამდენიმე გასროლა განახორციელა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული. „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადამ დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლით აღიძრა
“სპუტნიკი”