არ გინდათ პატარა კარგი საქმე გავაკეთოთ ჩვენთვის და ჩვენი მიცვალებულებისთვის?- მამა ლევანი

კასპის წმ გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:

____სააღდგომო მცირე სიკეთე____
ჩემო ძვირფასებო, ყველა კარგად ხედავთ რა სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, ქართველ კაცს პასკის და კვერცხის ფული აღარ აქვს.

მარტო ლოცვა და ჩვენ სახლებში კარგ სუფრასთან მოკალათება არ გამოვა, არ გინდათ პატარა კარგი საქმე გავაკეთოთ ჩვენთვის და ჩვენი მიცვალებულებისთვის?

მეუფე დამიანეს კურთხევით, მინდა აღდგომას, კასპში, სააკაძის ძეგლთან, 12-17 საათამდე დავარიგო პასკა, კვერცხი და სანთელი.

კასპელებო არ დაიზაროთ ყველამ გააზიარეთ და თქვენს მეზობლად მყოფ გაჭირვებულებს უთხარით მოვიდნენ წასაღებად.

მარტო ამ საქმეს ვერ შევძლებ, მომიხსენეთ და პირველი მაისის ჩათვლით, ვისაც რამდენით გინდათ იმდენით მომეხმარეთ.

საქართველოს ბანკი GE19BG0000000366001838.

პ/ნ 24001011026 მიმღები Levan Jikuri