მილიარდნახევრიან ჩინეთში, კორონავირუსის სულ რაღაც 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში, მილიარდნახევრიან ჩინეთში, კორონავირუსის სულ რაღაც 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა!

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დაფიქსირებული შემთხვევებიდან 2 ადგილობრივი ინფექციაა.

ჩინეთში კორონავირუსის 7 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 90,541 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო: itv.ge