ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომართვიანობა გაზრდილია და ყოველდღიურად 1700-მდე ადამიანი იცრება.
ტიკარაძის თქმით, მიუხედავად გაუმჯობესებული ვითარებისა საჭიროა დამატებითი მუშაობა, რათა სასურველი შედეგი დადგეს.
“დღიურ მიმართვიანობას ვაქცინაციის იმ კალენდრით, რომელიც შემუშავებულია ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების მიერ და დამტკიცებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, ჩვენ ივნის-ივლისისთვის ვგულისხმობთ, რომ უნდა იყოს 3 000 ადამიანამდე. დღესდღეობით მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია და ჩვენ უკვე 1700 ადამიანამდე ვცრით ყოველდღიურად, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა საჭიროა დამატებითი მუშაობა, მეტი ჩართულობა. უნდა ჩაერთონ თვითონ უწყებები, რათა ადგილზეც მოხდეს ინფორმაციის გავრცელბა ვაქცინაციის სანდოობასთან მიმართებაში” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
წყარო: bm.ge