საუბრობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, პუბლიცისტი ვაჟა კაკაბაძე:
პროექტი: ნამახვან ჰესების კასკადი;
ადგილმდებარეობა: მდ. რიონი, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტები;
ექსპლუატაციაში შესვლის ბოლო თარიღი: 2026 წელი;
განმახორციელებელი კომპანია: შპს „ენკა რინიუებლზ“.
პირველი აფერა (ყალთაბანდობა):
დასამალი ნივთი, რომ ვერავინ ვერ იპოვოს ის ყველაზე გამოსაჩენ ადგილას უნდა დავდოთ;
მეორე აფერა:
მთავრობამ თავიდანვე დაუმალა საქართველოს მოსახლეობას ნამახვან ჰესის პროექტის მშენებლობის პირობები და მიწის მიყიდვის ვადა და, ის რომ, ვითომ ეს უნებლიედ გამოუვიდათ ტყუილია ანუ აფერაა. ფაქტიურად მათ მოსახლეობის მიზანი არაფრად ჩააგდეს, არა–და შესაძლებელი იყო: ჰესის მშენებლობამდე ჩამოყალიბებულიყო სააქციო საზოგადოება, რომელის ფინანსური რესურსების შექმნა შესაძლებელი იყო საქართველოს მოქალაქეებისაგან და ქართველი ემიგრანტების დახმარებით – არც ახლაა გვიან, და ჰესის აშენების შემდეგ აქციების ფლობის შესაბამისად ადამიანები მიიღებენ შემოსავალს;
მესამე აფერა:
ჰიდროელექტრო სადგურები ძირითადად მარეგულირებელ როლს ასრულებენ ელექტრო სიმძლავრეების მოთხოვნა–მიწოდების პროცესში, ძირითადი დატვირთვა მოდის ბაზისურ თბოელექტრო სადგურებზე და სწორედ საქართველოს დეფიციტი ამ (ბაზისური სადგური) მიმართულებითაა შექმნილი; რაც შეეხება პიკური დატვირთვის დროს მიწოდების ფუნქციის შეასრულება ევალება ენგურჰესს, რომელიც ამჟამად ასრულებს როგორც საბაზისო, ასევე პიკური დატვირთვის დროს მიწოდების ფუნქციას, მაგრამ როგორც ბაზისური სადგურის ფუნქციით მისი გამოყენება, ტექნიკურად და ეკონომიური თვალსაზრისით გაუმართლებელია. მაშინ ისმის კითხვა: რაში სჭირდებათ კიდევ ერთი ჰიდროელექტრო სადგური? პასუხი: იმიტომ, რომ პიკური ელექტროსადგურის ტარიფი მაღალია და მის მფლობელს დიდ შემოსავალს მისცემს. კიდევ გაუგებარია რატომ ვაძლევთ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 პროცენტს უფასოდ აფხაზეთის მოსახლეობას, როცა ამ ელექტროენერგიის ნახევარზე მეტს იყენებენ რუსი ოლიგარქები კრიპტოვალუტის (ბითკოინი) ოპერაციებისათვის;
მეოთხე აფერა:
გურიაში, იმერეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე 10-მდე ოქროს გამოვლინებაა. საჭიროა ამ მარაგების დათვლა, ჩემი მოსაზრებით იქ 300 ტონამდე ოქრო აუცილებლად იქნება. ამის გარდა სამხრეთ კავკასიის ფერდი გატენილია ბარიტის და კალციტის ძარღვებით. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდა ოქროსი, აქ არსებობს სპილენძი და სხვა ძვირფასი წიაღისეული. არის რკინის საბადო კერძოდ: შროშა-უბისის ტერიტორიაზე რომელიც 40 კმ-ზე ვრცელდება. რაჭის დარიშხანსა და ამონიუმის საბადოები გრძელდება აღმოსავლეთ იმერეთის ტერიტორიამდე. ფერადი ლითონებიდან ტყვიისა და თუთიის ქვაისის პოლიმეტალების საბადოს ძარღვები მდინარე რიონის შენაკადების სათავეებში დაფიქსირებულია მოლიბდენის სერიოზული გამოვლინება. კავკასიის სამხრეთ ფერდზე მრავალ ადგილას, მათ შორის იმერეთში დაფიქსირებულია ლითიუმი, რომელიც დღეს მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნადია, რადგან მას იყენებენ: ტელეფონების, კომპიუტერებისა და სხვა სახეობის ტექნიკისათვის, ასევე აკუმულატორების დასამზადებლად; ლითიუმი გვხვდება გრანიტებში და სხვა მჟავე ქანებში ასევე მინერალურ წყლებში. საქართველოში ცნობილია სამი მინერალური წყარო, რომლებშიც ლითიუმის შემცველობა 20-50 მილიგრამამდე ადის. ეს ძალიან ბევრია. სერიოზული ინვესტორი რომ გამოჩნდეს, დღესვე შეიძლება ამ საბადოთა ათვისება. დღეს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების უმეტესობა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ აღარ არსებობს, მაგრამ ვართ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამდე უნდა მივიტანოთ. და, მესამე აფერა სწორედ ესაა, რომ ჰიდროელექტრო სადგურს, რომ სჭირდება იმაზე მეტი ტერიტორია გაასხვისეს;
მეხუთე აფერა:
უცხოელებს სამი მილიონი კ/მ მიწა 99 წლით, სარგებლობის უფლებით გადაეცა და თანაც არა იჯარით, როგორც ამას ოფიციალური მედია ავრცელებს, არამედ, “აღნაგობის” უფლებით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული დროის გასვლის მერე, ამ კომპანიას უფლება აქვს საქართველოს სახელწიფოს მოთხოვოს ყველა ის დანახარჯი რაც მან გასწია შენობა-ნაგებობის მშენებლობისას და ამ მიწის სარგებლობისას და, ასევე: მიწის ამ პირობით გადაცემა ნიშნავს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის და მისი გასხვისების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლებას;
მეექვსე აფერა:
თავის გამართლების მიზნით შექმნეს საბჭო, დაკომპლექტებული თავისი მომხრეებით, მათვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად და დროის გაწელვის მიზნით.
მეშვიდე აფერა:
ჩატარდა ტენდერი?
დაბოლოს:
მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, აქედან 14 ეკლესიაა, რომლებიც ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა. სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანიჭალა, ასევე, 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება, მთლიანად წყლით დაიფარება. ჩვენ, უკვე, გვაქვს მსგავსი (გვეშინოდეს უფლის რისხვის) ფაქტი ,,ჟინვალის” წყალსაცავის შემთხვევაში, რომლის მშენებლობის დაწყებისას, წყლის ქვეშ მოექცა XII საუკუნის ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია.
გარდა ამისა: შეიცვლება კლიმატი და, შესაბამისად, ფლორა და ფაუნა, გააქტიურდება მეწყრული პროცესები, რომლებიც დაკავშირებული იქნება მაღალ დანახარჯებთან.
და, კიდევ რამოდენიმე კითხვა: მთავრობამ ხალხის ინტერესი უნდა გაითვალისწინოს თუ არა? და, თუ კი, მაშინ რა ხდება?