ნიდერლანდები შეზღუდვების მნიშვნელოვან შემსუბუქებას იწყებს

ნიდერლანდები შეზღუდვებს მომავალი კვირიდან შეამსუბუქებს.

ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.

ქვეყანაში გაიხსნება ბარები და რესტორნები. ასევე, შემსუბუქდება კომენდანტის საათი, რომელიც ქვეყანაში უკვე მესამე თვეა მოქმედებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ნიდერლანდებში კორონავირუსის 1,410,950 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 16,938 ადამიანი.

წყარო: report.ge