ახალგაზრდა შემსრულებელმა აღაფრთოვანა პროექტის ჟიური, მათ შორის ლარისა დოლინა და სერგეი ლაზარევი, რომლებმაც ბუზალაძის პროექტში დაბრუნებას გამბედაობა უწოდეს.
ცნობილი ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე რუსული სიმღერების კონკურსში Ну-ка, все вместе! კვლავ გამოჩნდა, 100 ქულა მოიპოვა და ავტომატურად პროექტის ფინალში გავიდა.
აღნიშნულ პროექტში 23 წლის ქართველი მომღერალი პირველად გასულ წელს გამოჩნდა და ჟიური თავისი საშემსრულებლო მანერით აღაფრთოვანა. მაშინ მომღერალი ფინალამდე მივიდა, თუმცა გამარჯვებისთვის რამდენიმე ქულა დააკლდა.
ამჯერად ბუზალაძემ ისე ძლიერად შეასრულა უიტნი ჰიუსტონის Queen of the night, რომ ყველა ექსპერტი აიძულა ფეხზე ამდგარიყო და მასთან ერთად ემღერა. „ჩვენ ბედნიერი ვართ შენი კვლავ ამ სცენაზე გამოჩენით. ეს ისეთი გამბედაობაა“, – მიმართა მას სერგეი ლაზარევმა.
ბუზალაძის გამოსვლა შეაფასა მომღერალმა ლარისა დოლინამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ნუცა იმ მცირე რაოდენობის არტისტებში შედის, რომლებსაც ერთდროულად შეუძლიათ სცენაზე მოძრაობა და სწორი ნოტების აღება. „თქვენ მშვენივრად მოძრაობთ, თქვენ გასაოცარი პლასტიკა გაქვთ. ამასთან, არც ერთი ყალბი ბგერა. ეს ფანტასტიკური იყო“, – განაცხადა დოლინამ.
რამდენადაც ნუცას და კონკურსის კიდევ ერთ მონაწილეს ქულების ერთნაირი რაოდენობა (100 ქულა) ჰქოდათ, ექსპერტებმა აღნიშნულ მონაწილეებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს – ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალში ქართველი მომღერალი გავიდა.
ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდიოდა. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიცნეს. მან მონაწილეობა თურქულ Voice-ში მიიღო, სადაც ჟიური აღფრთოვანებას ვერ მალავდა და უცხო ქვეყანაში ის ფინალში მაყურებლებმა გადაიყვანეს.
Ну-ка, все вместе! – რუსული სანახაობრივი ვოკალური შოუა, სადაც საუკეთესო შემსრულებლები, ყველა სტილისა და მიმართულების წარმომადგენლები წარმოაჩენენ საკუთარ მუსიკალურ ნიჭს. მონაწილეთა გამოსვლებს სტუდიაშივე 100 ადამიანი დაუყოვნებლივ აფასებს. ჟიურიში შედიან მომღერლები, კომპოზიტორები, პროდიუსერები, ქვეყნის საუკეთესო ვოკალური სასწავლებლების პედაგოგები და მუსიკალური ბლოგერები. ერთ-ერთი შემფასებელი ცნობილი მომღერალი სერგეი ლაზარევია.