სენატორები – ჯინ რიში და რონ ჯონსონი ქართველი პოლიტიკოსების შეთანხმებას მიესალმებიან

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შორის შეთანხმების მიღწევას და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას გავლენიანი ამერიკელი სენატორები – ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან.

ტექსტში ხაზგასმულია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებას. სენატორები მიესალმებიან მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას.

„სენატორი რონ ჯონსონი და მე მივესალმებით, რომ ქართველ დეპუტატებმა მიაღწიეს შეთანხმებას პოლიტიკური ჩიხის დასრულებისთვის, ქართველი ხალხის გამო. ეს კონგრესის ორპარტიული პრიორიტეტია“ – წერს სენატორი ჯინ რიში „ტვიტერზე“ და იქვე აქვეყნებს ერთობლივი განცხადების ტექსტს.

წყარო: newposts.ge