ვერ გახდება ნიკანორ მელია გმირი

თუ გმირობა გინდა მოიქეცი გმირულად! პოლიტიკური თამაშობებით, მამაძაღლობით და სხვისი დაკვეთის შესრულებით ვერ გახდება ნიკანორ მელია გმირი. გირაოთი ციხიდან გამოსვლა არ უნდა, ამნისტიით გათავისუფლება არ უნდა, შეწყალების მიღება არ უნდა, მაშ რა უნდა? – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე წერს.

„ყველაფერი მიწიერ პოლიტიკურ თამაშამდე ეშვება, რომ მელია იჯდეს ციხეში, კომფორტულ „კამერაში“ და არა ისეთში, მისი ხელისუფლება რომ ამყოფებდა პატიმრებს, მისმა მხარდამჭერებმა შეიცოდონ, შეიბრალონ, ციხესთან ტურნეები მოაწყონ და პოლიტიკურ კლოუნადამდე დაიყვანონ ყველაფერი.

მერე რომელიმე სენატორი და ევროპარლამენტარი წუხილს გამოთქვამს და წავლენ შემდეგ წრეზე და ასე ივლიან წრეებზე.მე მგონი სწორედ ის დროა, რომ ევროკავშირმა გადაუხადოს ის საკრალური გირაო, მერე მოჰკიდონ ქეჩოში ხელი გამოიყვანონ საკნიდან და დატოვონ ციხის შესასვლელთან თავისუფლებაზე. საინტერესოა სად წავა?

მოკლედ, ვერ იძერწება მელიასგან გმირი. მასალა გამოდგა უვარგისი“, – წერს ანჯაფარიძე.