ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ აზრზე იმ ავბედითი დღის შემდეგ, როცა ჩემი თვალით შევხედე, ევროკავშირის პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა როგორ გაამწკრივა ქართველი “პოლიტიკოსები” და სწორდი- სმენაზე ჩამოურაკრაკა, თუ რისი გაკეთება ევალებოდათ, დოკუმენტზე ხელმოწერიდან დაწყებული, საპარლამენტო კომიტეტებში ადგილების განაწილებით დამთავრებული – ძალიან მრცხვენია!..
თან დამცირებული ვარ და თან გაბრაზებული… ოღონდ არ ვიცი, ვისზე უნდა ვიყო გაბრაზებული, ჩემს (ჩვენს) თავზე თუ სხვა, პოლიტიკაში უკვე კარგად “გამობრძმედილ” ქართველებზე? სამწუხაროდ, ისინი ვერ ხედავენ თავის თავს გვერდიდან, ვერ ხედავენ, რა სასაცილოდ გამოიყურებიან… თავის ხალხთან დესპოტი და მტერთან (მტერია, ვინც გამართავს!) ენის მომჩლიქავი ე.წ. პოლიტიკოსები…
ყველაზე მეტად კი იმან განმაცვიფრა, რომ თურმე პარლამენტში იმიტომ შედიან (ოპოზიციის წარმომადგენლებს ვგულისხმობ), რომ ამნისტიის კანონის ინიცირება მოახდინონ, რათა კანონიერად იყვნენ პატიმრობიდან განთავისუფლებულნი 20 ივნისის მოვლენების მონაწილენი – დანაშაულის ჩამდენნი!!..
ახლა ვფიქრობ და რა გამოდის? თუ მომავალიც დანაშაულს ჩაიდენენ ოპოზიცია წარმომადგენლები (ან “მათი ხალხი”) კიდევ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას განახორციელებენ და ციხის კარს მიღმა აღმოჩნდებიან, ისევ დაიხმარენ “ევროპას”, ისიც ამნისტიის მორიგი კანონის ინიცირებას მოსთხოვს ხელისუფლებას (ან ორივე ძალას ერთად) და დამნაშავეები ისევ თავისუფლებაზე გამოვლენ?!..
აკი “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო” პრინციპით არ გადააგდეს რუსი მფარველის სკამიდან? და რა გამოვიდა? ახლა დასავლეთის კალთის ქვეშ არიან შემძვრალნი და წამდაუწუმ, ზარმაცი მოსწავლის დარად, მას სთხოვენ ყველანაირ დახმარებას, იმასაც, რასაც სხვების დახმარების გარეშე უნდა ართმევდნენ თავს?!.. ვაი სირცხვილო…ქართველებმა თავად ჩაუგდეს ქვეყანა ხელში გარეშე ძალებს და მერე რად გვიკვირს, ეს ძალები საქართველოს არა მარტო ტერიტორიას, არამედ ყველა რესურსს რომ განაგებენ? ასე ექცევიან კოლონიას! გამოვფხიზლდეთ ხალხო!!
რუსუდან კოტაშვილი; სოციალური ქსელი