აფხაზეთის ომის ვეტერანი კაკო სვანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
სუბიექტური აზრი .
ვირუსი არსებობს . სხვა ვირუსებისგან განსხვავებით , გავრცელების არეალი უფრო ფართეა და სწრაფი . ჩემის აზრით ვირუსი ხელოვნური წარმომავლობის არის . ვირუსის ამოქმედებისთანავე , ამოქმედდა არსებული გაწერილი გეგმა-სცენარი .
მსოფლიო მოსახლეობაში პანიკური შიშის დათესვისა და ფსიქოზის პიკურ მდგომარეობაში მისაყვანად . რაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა მსოფლიოს ერთიანმა (ხაზს ვუსვამ) საინფორმაციო სივრცემ. მსოფლიოში არსებული ყველა სატელევიზიო თუ საინფორმაციო საშუალებები ირიბად თუ პირდაპირ დამოკიდებულია და ემსახურება დამკვეთის პოზიციას . დაკვეთა რაში მდგომარეობს ?
შიშისა და ფსიქოზის დათესვით მართვად და მუდმივ ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ქვეშ ყავდეს პლანეტის მოსახლეობა . ადამიანთა მანიპულირება და მართვა ადვილია როცა ის დამოკიდებული ხდება რაღაცაზე ან ვიღაცაზე .
იქნება ეს იდეა , შიში , შიმშილი , თუ პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი რომელიც კაცობრიობის მხსნელის ფუნქციას შეითვისებს . მუდმივი მოლოდინის რეჟიმშია დღეს კაცობრიობა ის ელოდება, და ხსნას ხედავს ყველაფერში . მრავალი ხსნისა და გადარჩენის სხვადასხვა ფალსიფიცირებული ინფორმაციის მოზღვავებით , ის ან ისინი უფრო აბნევენ და გზა კვალს უბნევენ მოსახლეობას. რომელსაც ხსნის იმედი სულ უფრო ეწურება და უქრება . შესაბამისად პანიკური და ფსიქოზური მდგომარეობა მოსახლეობაში იმატებს , მაგრამ ჯერ ის არ არის პიკური , სწორედ ამ პიკურ მდგომარეობაში შესვლას ელოდებიან ეგრეთწოდებული დამკვეთი ან დამკვეთთა ჯგუფი . რადგან ამ მდგომარეობაში ადამიანი კარგავს ყველზე დიდს რისთვისაც მოავლინა ის ღმერთმა და შექმნა ის ხატად თვისა…….
მაშინ ის ხდება ცხოველი მხოლოდ და მხოლოდ ინსტიქტები მუშაობს მასში. ის გადადის მონურ მორჩილებაში და ხდება მონური აღმსრულებელი ყველა მოთხოვნისა რომელსაც უბრძანებს მხსნელი , პატრონი ან პატრონთა ჯგუფი . რათა კარგი საქციელისთვის მან მიიღოს საკვები წყალი და ა. შ ………….
პლანეტა შედის ტეგნოლოგიურად ტრანსფორმირებულ ფსიქოლოგიურ მონათმფლობელურ მდგომარეობაში, სადაც იარსებებს ბრძანების გამცემი ან გამცემთა ერთი კონკრეტული ჯგუფი და შემსრულებელი , პლანეტარული მოსახლეობა, ჯოგური და ცხოველური ინსტიქტებით.