ეპიდემიოლოგები გართულებულ ეპიდვითარებაზე საუბრობენ

მნიშვნელოვნად გართულებული ეპიდვითარება და მესამე ტალღის პიკი, რომელსაც მაქსიმუმ 2 კვირაში ელოდებიან. სადღესასწაულო პერიოდთან ერთად ვითარებას ვირუსის ახალი ვარიანტიც ართულებს.

ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ე.წ. ბრიტანული შტამი ქვეყანაში უკვე 70-90%-ით ცირკულირებს. მედიკოსები ჯანდაცვის სექტორზე უკვე მნიშვნელოვნად გაზრდილ ზეწოლაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თბილისში კოვიდ-პაციენტებისთვის საწოლები პრაქტიკულად აღარ დარჩა. იმისთვის, რომ ნოემბერ-დეკემბრის მსგავსი ვითარება არ განმეორდეს, მათი ნაწილი დამატებითი რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრობს.

“წინ გვაქვს მნიშვნელოვანი დღეები, როგორიც არის სააღდგომო დღესასწაულები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიმყოფებით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში. შეიძლება ითქვას, რომ უკვე ვიმყოფებით პიკზე და შესაძლოა ნოემბერში არსებული მდგომარეობა განმეორდეს. წარმოუდგენელია სამედიცინო საზოგადოებამ და თუნდაც ქვეყანამ ამას გაუძლოს,” – განაცხადა მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილმა.

 

“რუსთავიი2”