გამოჯანმრთელდა თუ არა დედაქალაქის მერი?

თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა მკურნალობას ვაგრძელებ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ  გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

„ვცდილობ ყოველდღიურ რეჟიმში გავაკეთო საქმე, რომელიც სჭირდება ჩვენს თბილისსა და თბილისელებს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ცნობისთვის, კახა კალაძეს ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა დაუდგინდა, ჯერ თბილისში მკურნალობდა, შემდეგ კი საზღვარგარეთ გაემგზავრა.

 

“რეზონანსი”