გურიაში დაკარგული გოგონა, 17 წლის მარიამ ბურჭულაძე, პოლიციამ თბილისში იპოვა.
“გურიის მოამბის” ცნობით, პოლიციაში უცნობმა ადამიანმა დარეკა და გოგონას ადგილსამყოფელი უთხრა. მათივე ინფორმაციით, პოლიციაში უცნობმა მას შემდეგ დარეკა, რაც დაკარგული გოგონა ქუჩაში იცნო. ის სახლში წაიყვანა და შემდეგ ადგილზე მისულ პოლიციას ჩააბარა.