ირმა ბეგლარიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელ;ებს:
„ხემ თქვა:“ცული მე რას დამაკლებდა, შიგ რომ ჩემი გვარისა არ ერიოსო.“
ალბათ ყველას გაგვიგია ეს ხალხური ანდაზა, რომელიც ჩვენი მტრისთვისაც არ აღმოჩნდა უცხო.
არ მინდა მელანქოლიას მივეცე, მაგრამ ვზივარ ახლა უცხო ქვეყნის ერთ-ერთ პატარა თაუნში და ისევ ჩემი ქვეყნის უბედობას დავტირი.
ისევ გოლგოთას გზა…
ისევ იუდასგან გაყიდული ქრისტე!
-იყვირე რამდენიც გინდა…
თუნდაც იღრიალე!
არაფერი იცვლება უკვე. ნაწილი კარგად მომართულ მანქანებად აქციეს და იმ ადამიანებს დაუპირისპირეს, რომლებიც კიდევ ხვდებიან რა გვჭირს და ვისგან გვჭირს.
დიდი ხნის წინ ფილმი ვნახე, მომიტევეთ და სახელი აღარ მახსოვს. მაგრამ ისე ღრმად ჩამებეჭდა გონებაში,რომ ზედმიწევნით მახსოვს. ფსიქიატრიულ სავადმყოფოში გიჟები დახოცავენ პერსონალს და
თავად მოირგებენ პერსონალის ფორმას და უფლებებს. იქ ჩასულ ახალგაზრდა ფსიქიატრს კი…თავს პერსონალად წარუდგენენ. საშინელებებს დაატრიალებენ.
ასე მგონია ეს ფილმი მეორდება ახლა ჩემს ქვეყანაში. ვის რად უნდა ან გაყვანილი გზები, ან აშენებული ცემენტის კედლები….ან ეს მდიდრული სასტუმროები….თუ ქართველი აღარ დარჩება საქართველოში.
ყველა მეორე ერთმანეთს ვეძახით, გამოიღვიძეო და ამ დროს ვიღას ვაფხიზლებთ ვერ ვიგებ.
მოწამლული თაობა კანაფის საერთაშორისო დღეს ზეიმობს იპოდრომზე და მას ტელევიზიები აშუქებენ სიამაყით.
და ამის პარალელურად ახლაგაზრდა ბიჭს, რომლის ასაკის ბიჭები გასართობს ეძებენ, სამშობლო სტკივა და პოლიცია ჰყავს ჟანდარმერიასავით ჩაყენებული, რომ გასაქანი არ მისცეს. ათასნაირ ცილს სწამებენ. ტალახს ესვრიან.
სადაა ჩვენი მთავრობა?!
კიდევ იმ ილუზიაში ცხოვრობთ რომ ოცნება ხალხის მოყვანილია?!
გამოფხიზლება კი არა…მეგაფონით რომ უყვირონ ბევრს, აზრზე ვეღარ მოვა.
ესაა სამწუხაროდ იმ ოცდაათწლიანი უბედურების შედეგი!
დიახ!-შევარდნაძემ რომ დაიწყო და დღესაც მშვენივრად აგრძელებენ მისი მოწაფეები.
რომელი ნაცები და რომელი ქოცები…ხალხო…
ორივეს ერთი ბატონი რომ ჰყავს, კიდევ გეპარებათ ეჭვი?
ერთი ქალბატონი მყავს მეგობრებში. ლამის ადვოკატად დაუდგეს ოცნებას და ერთმა მითხრა, მაგას ეხმარებიან და იმიტომ იცავსო.
სიმწრით გამეცინა. აბა რაღას სთხოვენ ამ ნაცების მომხრეებს?
ეგენიც ხომ ის ხალხია, რომლებსაც სააკაშვილი ეხმარებოდა კიდეც და კარგადაც ასაჩუქრებდა ერთგულებისათვის.
სანამ საკუთარი ეზოდან, საკუთარი სახლიდან არ დავანებებთ მთავრობის შეფასებას, სულ ასე ვიქნებით!
მე, შენ…იმას კი არ უნდა გვაწყობდეს, არამედ ქვეყანას ვინ არგია, იმით უნდა იზომებოდეს კარგი და ცუდი.
ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლომდე არ გაგვაქრობენ. გაქრობას კი…ბევრი აღარ უკლია, სამწუხაროდ.
სხვათაშორის იმ ამერიკამ, რომელსაც ასე „აღმერთებთ,“ ინდიელების უმრავლესობა, მოწამლული საბნებით დახოცა.
ჰო, მოწამლული საბნები დაურიგა ინდიელებს, მადლობაც მოახდევინა და გაწყვიტა კიდეც.
რა გვგონია, პოლიტიკა იგივეა. ვერ ხედავთ ხელისბიჭებად იქეცით უკვე ამ ამერიკის. მალე ტუალეტის შესასვლელში დაგაყენებენ, ქაღალდით ხელში.
თუმცა ესენი ქართველებიც აღარ არიან.
სულ ვფიქრობ…რა თანხა უნდა გადაგიხადონ, რომ სამშობლო გაყიდო, დაგლიჯო, დაანაკუწო და მტრის სასეირო გახადო?
თურმე რამდენი გამყიდველი, ზნედაცემული გვყოლია ქვეყანაში.
დგას კულისებში ბიძინა და მისჩერებია როგორ ჯიჯგნიან დარჩენილ საქართველოს ყვავ-ყორნები.
რა მოგცეს ამისთანა, რომ სამშობლოზე ძვირფასია?!
მორჩა, დამთავრდა ილუზია, იმისა რომ ქართველი ხალხის დასახმარებლად მოხვედი. ეს მგონი სულელების გარდა არავის აღარ სჯერა.
ალბათ სულელი ვიყავი რომ თავიდან მეც დავიჯერე…
მიზეზი კი, იცი რა იყო?
თქვენს ადგილზე მე შევეწირებოდი ქვეყანას. ამიტომ დავიჯერე.
თუნდაც ამისთვის ჯვარზე გავეკარი მტერს.
ყველა ერთხელ ვიბადებით და ერთხელ ვკვდებით!
აი, სიკვდილიც ისეთი უნდა გვქონდეს ადამიანს, რომ სხვას დავაკლდეთ, სხვას ვეტკინოთ…სამშობლომ დაგვიტიროს!
მოკლეა წუთისოფელი. ძალიან მოკლე.
იმ ფულით, რომელიც გაქვთ უკვდავებას ვერ იყიდით, მაგრამ შეგეძლოთ ქართველი ხალხის გადარჩენა და ოსკარ შინდლერივით, საუკუნოდ დარჩენა. მაგრამ მართალია, ბიბლია რომ ამბობს, „მდიდარი ვერ შევა სასუფეველშიო.“
როცა შენს გარშემო ამდენი მშიერი ბავშვის თვალებია…და შენ ჩიტის რძე არ გაკლია, ეს არაა ბედნიერება. ეს არაა „კეთილშობილება“.
ის რაც მიშამ დაიწყო, ისე მშვიდად გააგრძელე, ისევ „ვაი ქართველების“ ხელით,“ რომ უძლურობის ბოღმა მახრჩობს.
კანონებს მკვლელებს და დამნაშავეებს აღებინებთ, ციხის კარებებს აღებთ…მკვლელებს იწყალებთ და ამას ეძახით“დემოკრატიას?!“
როდემდე უნდა დასცინოთ ხალხს?
ნახევარი საქართველო სამუდამოდ გადახვეწეთ და სხვაგან აგრძელებენ სიცოცხლეს!
დარჩენილ ახალგაზრდებს კი სიტყვა „სამშობლო“ სამუდამოდ დაავიწყეთ, თავად უსამშობლომ.
ჰო, ოცდაათი წელი გრძელდებოდა ერის გადაგვარება, დაჩლუნგება…
ყველგან მისწვდა „ვითომ ლიბერალების“ ხელი. განათლებას, კულტურას, ზნეობას, ტრადიციებს, რწმენას და რაც მთავარია ახალგაზრდობას.
რა უძლური ვარ!
არაფერი შემიძლია გარდა იმისა, რომ დავინახო, სინამდვილეში რაც ხდება.
იმდენჯერ დაამტკიცეთ, ნაცები და ოცნება რომ ერთი და იგივე იყო…ისევ ბრიყვებს თუ სჯერათ თქვენი სხვადასხვაობა.
ჰო, მართლა, გირჩები და ბუშტები არ დაგავიწყდეთ. უთხარით ხალხს პოპკორნი მოიმარაგოს და ისე უყურონ ცირკს, რომელიც დაიწყება იმ „თქვენს პარლამენტში“.
ჯამბაზის ფორმაც ჩაააცვით იქ მყოფებს. მეტს მაინც ვერ ახერხებენ.
თქვენ ჭრით და თქვენვე კერავთ!
ბოდიშით, თარგს სხვა გაძლევთ, ვიცი, ეგ უკვე.
მე მირჩევნია ისევ ემიგრანტი ვიყო, სხვა ქვეყანაში გადახვეწილი. მაგრამ თქვენს ადგილზე ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი. მოღალატეების და გამყიდველების ადგილი კი არა“ნაცნობობაც“ არ მინდა.
მე სიმდიდრე შენი ხალხის სიყვარული მგონია…და ვერც ვერაფერი შეედრება ამ სიმდიდრეს.
რა მნიშვნელობა აქვს, კულისებში იქნებით თუ არა. ყველამ იცის, რომ მთავარი რეჟისორი თქვენ ხართ, სცენარს კი ვინც წერს უკვე იცის იმ ხალხმა, ვისაც კიდევ შერჩა აზროვნების უნარი.
უფრო და უფრო უჭერთ ყელში თოკს საქართველოს და დავიჯერო მართლა არ გესმით მისი კვნესის ხმა?!
აქტიური კომკავშირელივით, სულ იმას რომ ცდილობთ იმაზე მეტი გააკეთოთ, ვიდრე გავალებენ, იქნებ დ ა „იმ დიდი ბატონის განსაკუთრებული ყურდრება“ დაიმსახუროთ. შეგაქოთ…
კარანტინიც კი დაუწესეთ საკუთარ ხალხს, თითქოს და კოვიდი სასეირნოთ მხოლოდ შვიდის მერე გამოდიოდეს.
ისევ ქართველების მიერ ქართველების ცილისწამება, დევნა, ლანძღვა და რობოტებად ნაქცევი პოლიცია. რომელიც სამწუხაროდ სადამსჯელო ოპერაციებისთვის გჭირდებათ.
ვიცი, აღარ აქვს აზრი ამდენ წერას, ლაპარაკს. მაგრამ მე სხვა არაფერი შემიძლია. კაცები კი ნახევარი სამშობლოდან განდევნეთ და დარჩენილებს კი, ათას ცილისწამებით და შეურაცხყოფით აიძულებთ დატოვოს ქვეყანა.
გული მწყდება, რომ იყო დრო მჯეროდა თქვენი სიკეთის. ახლა სიმწრით მეღიმება საკუთარ გულუბრყვილობაზე.
პოლიგონად და საცდელ ლაბორატორიად გადააქციეთ საცოდავი საქართველო.
პატარა ადამიანი ყოფილხართ, ძალიან პატარა.
მიშას განეიტრალებას რა უნდოდა, მაგრამ მერე „მგელი მოვიდა, მგელი“ ვიღას უნდა ეთამაშა?
ერთი ფილმის ორი სერია ხართ ორივე. ეს წიოკი კი იმ გაბრიყვებული ხალხისთვის გჭირდებათ ისევ „ისტებად“ რომ არიან დაყოფილები.
მათთვიის უკვე არაფერი დარჩა არც წმინდა და არც ხელშეუხებელი.
თავად ტალახში ამოგანგლულები ყველას დასვრას ცდილობენ, ვინც კი დარჩა სუფთა.
თქვენი „ჯიბის ჟურნალისტები“ კი, ჩემთვის იმ დაგეშილ ძაღლებს ჰგვანან, რომლებსაც დიდხანს აშიმშილებენ და მერე სისხლიან ხორცს მიუგდებენ.
წავიდა ის მითი, რომ ჟურნალისტი დამოუკიდებელი და სამართლიანი უნდა ყოფილიყო.
ესეც სულელების გარდა არავის სჯერა.
ახლა გახსნით კარებს. ციხიდან გამოუშვებთ“პოლიტიკურ“ პატიმრებს. რაო, ვერ დაუმტკიცეთ რურუას დანაშაული?
მოწმეები ვერ ნახეთ, თუ…ეგ მკვლელობები სერიულად რომ ჩაიდინა, „პარტიას“ სჭირდებოდა?
ვის აყრით თვალში ნაცარს. არიან ადამიანები ვინც პირდაპირ ადებენ ხელს და კიდევ გიჭირთ მოწმის მოძიება?!
აი თქვენი“სამართალი“ რომელსაც შეგვპირდით. და კიდევ…მიშაზე ნაკლები კი არა, მეტი ხართ. მიშას დროს ხალხს უფრო მეტად უჩნდებოდა წინააღმდეგობის უნარი, თქვენ კი ასე რბილად, შეპარვით, ის წინააღმდეგობის უნარიც დააკარგინეთ!
2021 წელი