ზუგდიდიდან თბილისისკენ მომავალი მატარებელი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სადგურ აჯამეთთან ბიჭს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: newposts.ge