ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ჰაიდი ჰაუტალა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს მხარს უჭერს. აღნიშნულზე მან ტვიტერზე დაწერა.
“მხარს ვუჭერ საქართველოს მწვანეებსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტს ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ”, — წერს ჰაუტალა.
რიონის ხეობის აქტივისტები ხელისუფლების მხრიდან პირობების შესრულებას ელიან, კერძოდ მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილებისა და იმავე სივრცეში პროტესტის გაგრძელების საშუალება. ამასთან, ადგილობრივები მოითხოვენ, რომ კომპანია ENKA-მ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეაჩეროს.
“მათ თქვეს, რომ დღესვე მოხდება განხილვა პრემიერთან ამ საკითხის და პარასკევს არ გადაცილდება მათგან პასუხი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით პარასკევ დღეს. მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ დრო არ მუშაობს მათზე და განწყობები საზოგადოებაში იქმნება ისეთი, რომ ხელოვნურად იწელება პროცესი”, — თქვა გოლეთიანმა.
რიონის ხეობის აქტივისტები მთავრობის წარმომადგენლებს ქუთაისის მერიაში 16 აპრილს შეხვდნენ. ადგილობრივებმა შეხვედრაზე სამი პირობა დააყენეს, რათა გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგისთვის. –on ge
აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ჰაუტალა ახალგაზრდობიდანვე “მწვანე” მოძრაობაშია, 1974 წელს “ვეგეტარიული რესტორანი” გახსნა ფინეთის მშობლიურ ქალაქში და ა. შ. ანუ იგი იდეოლოგიურად არის ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი და ქართულ რეალიებში კარგად ვერ ერკვევა.