მიშა ანდღულაძემ მამა გიორგი მის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა – სკანდალი

მსახიობმა მიშა ანდღულაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ ღიად ისაუბრა, მაგრამ მისი სკანდალი უფრო მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე საზოგადოებას ტელეგადაცემის ანონსიდან წარმოედგინა.

შოუმენმა პირდაპირ ეთერში იმ ადამიანის ვინაობა დაასახელა.  როგორც ანდღულაძე ამტკიცებს, ის ანაფორით შემოსილი პირის მხრიდან 13 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

„ეს იყო ვინმე მამა გიორგი, რომელიც გლდანში მკურანლობდა და მასთან წავედით ფსიქოთერაპიის კურსის გამო. მა­ღა­ლი გამ­ხდა­რი კაცი იყო წვე­რე­ბით. ხშირად მეფერებოდა, მაგრამ ამას მამაშვილურად აღვიქვამდი, თუმცა ერთხელ უცნაურ ადგილას შემეხო და მივხვდი, რომ ეს არ იყო მამაშვილური მოფერება, ეს იყო ჩველებრივი სექსუალური ძალადობა“ – განაცხადა ეკა ჩხეიძს გადაცემაში მსახიობმა.

 

“რეზონანსი”