ნიკა მელია გულგატეხილია, მიხვდა, რომ “ნაცმოძრაობის” მხრიდან ის გამოყენებულია – მაჭარაშვილი.
“ლელოს” მოწადინება, რომ მელიას გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად “ლელომ” მოაწერა ხელი” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ის გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ “ლელო” ბრიუსელში მართავს შეხვედრებს, სადაც ნიკა მელიასთვის თავდებად ევროპარლამენტარების დადგომის საკითხს განიხილავს.
“ნიკა მელია გულგატეხილია, მიხვდა, რომ “ნაცმოძრაობის” მხრიდან გამოყენებულია, ის დილემის წინაშე დააყენეს: გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია. რაც შეეხება “ლელოს” მოწადინებას, რომ მისი გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, ეს წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად “ლელომ” ხელი მოაწერა.
საქართველოში ამერიკის ელჩისა და ევროპარლამენტარების კომენტარები ვნახეთ, რომ ქვეყანა ვერ გადაყვება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, გამოვა თუ არა ციხიდან.
ნიკა მელიას საკითხი აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ დონეზე, თუ თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას” – განაცხადა მაჭარაშვილმა.
წყარო: newposts.ge