რატომ არის ულტრა-ლიბერალიზმი ჩვენი შვილების “აღზრდით” დაკავებული?! – რევაზ კილასონია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

რატომ არის ულტრა-ლიბერალიზმი ჩვენი შვილების “აღზრდით” დაკავებული?! არსებობს ცნობილი გამოთქმა-
“თუ გინდა რომ მტერი დაამარცხო, აღუზარდე მას შვილები”.
(ერთერთი ვერსიით, ის აღმოსავლური სიბრძნეა, მეორე ვერსიით კი, ის იეზუიტმა ბერებმა დაამკვიდრეს შუასაუკუნეებში)
აბა გადავხედოთ სატელევიზიო თუ სხვა მეინსტრიმ მედია საშუალებებს- 95% სატელევიზიო თუ სხვა მედია საშუალებების პროდუქტი ეკუთვნის დასავლურ, ულტრა-ლიბერალურ კომპანიებს თუ ქვეყნებს. ეს ეხება ყველა სფეროს- გასართობი, შემეცნებითი, პოლიტიკური, სოციალური და ა.შ.(ღამის შოუები, ნიჭიერები, ვოისები, მასტერშეფები)
აბა ვნახოთ რა თემების პოპულარიზებითაა დაკავებული ულტრა-ლიბერლაური ლობის მიერ დაფინასებული არასამთავრობო ორგანიზაციები- სექსუალური აღზრდა ელჭიპიტი, გენდერ-შმენდერი და ა.შ.
1991 წელს ულტრალიბერალურმა დასავლეთმა, საკუთარი თავი “გამარჯვებულად” გამოაცხადა, მაგრამ საქმე ბოლომდე არ იყო მიყვანილი, ამიტომ ჩვენისთანა “იდეოლოგიური გაუგებრობების” საბოლოოდ აღმოსაფხვრელად, ისინი გვიზრდიან შვილებს, რადგამ პოლიტიკურ დონეზე, მათ ვისაც ჯერჯერობით ბოლომდე ვერ ჩაგვსვევს საკუთარ დღის წესრიგში, აღგვიქვამენ მ ტ რ ა დ, ხოლო როგორც ზემოთ აღვნიშნე- თუ გინდა მტრის საბოლოოდ განადგურება, უნდა აღუზარდო მას შვილები(მომავალი).
ეს გლობალური, ჰიბრიდული ომი ნაწილია..
ყველა პოლიტიკური იდეოლოგია, საწყისშივე გულისხმობს ამ იდეოლოგიის გავრცელებას, გლობალური მაშტაბით. ის კი ვინც ამას ეწინააღმდეგება, აღიქმება მტრად.
და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ შეფარული ომის, ცბიერი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის, ჩვენ თვითონვე ვუხდით ფულს მათ, ზემოთ მოყვანილო სატელევიზიო შოუების ლიცენზიების მოსაპოვებლად, ხოლო ასო-ბის წარმომადგენლებს- მთავრობის წევრებადაც ვნიშნავთ.
სწორედ ამტომ არის, ულტრა-ლიბერალიზმი, ჩვენი შვილების “აღზრდით” დაკავებული.
კარგი იქნება, თუ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ.