წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, თელავის დრამატულ თეატრში მეორე პრემიერა შედგება

წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, თელავის დრამატულ თეატრში, მეორე პრემიერა შედგება.

24-25 აპრილს თეატრის მაყურებელი ნიკა რამიშვილის პიესას „გაჭედილებს“ ნახავს.

სპექტაკლის რეჟისორის, გოგი ჩაკვეტაძის განმარტებით, სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა, მაგრამ დღევანდელ ყოფას კარგად ასახავს.

“კომედიური ჟანრის სპექტაკლია, მაგრამ დღევანდელ ყოფას ასახავს. მაყურებელი ნახავს, როგორ იხსნება ხასიათები ერთ პატარა სივრცეში, სადაც ადამიანები იჭედებიან“ – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

სპექტაკლში ახალი თაობის მსახიობებიც ითამაშებენ.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, პირველი პრემიერა 1 აპრილს, თავისუფალი თეატრისა და თელავის თეატრის ერთობლივი სპექტაკლით გაიმართა.

2020 წელს, საყოველთაო შეზღუდვების პირობებში, თელავის თეატრმა, სპექტაკლი ღია ცის ქვეშ, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზეც ჩაატარა.

წყარო: newposts.ge