“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცნობით, „გოცირიძის“ რეაბილიტაციის ვადა დამატებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროებიდან გამომდინარე გახანგრძლივდა.
მათივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, მეტროსადგურის გახსნა კიდევ რამდენ ხანს გადაიწევს.
“მეტროსადგურის გახსნა შესაძლოა გადაიდოს, რადგან მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გაირკვა, რომ გარკვეული დამატებითი მოცულობითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. ამ სამუშაოებს ვერ შეასრულებს ის კომპანია, რომელიც არის კონტრაქტორი. შესაბამისად, დამატებით გახდა სხვა კომპანიისთვის ტენდერის გამოცხადება საჭირო. „სატრანსპორტო კომპანია“ ემზადება ტენდერის გამოსაცხადებლად.
როცა შეირჩევა კომპანია და დაიდება ხელშეკრულება, მისი გაფორმების შემდეგ განისაზღვრება სამუშაოების განხორციელების ვადებიც. როდის გამოცხადდება ტენდერი, ჯერჯერობით არა დაზუსტებული. რაც შეეხება კონკრეტულ სამუშაოებს, ტექნიკური სამუშაოებია შესასრულებელი, მოცულობითი სამუშაოები. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სხვა კომპანიის შერჩევა და შესაბამისად, დამატებითი თანხის გამოყოფაც. ახლა მიმდინარეობს იმ სამუშაოების ჩატარება, რაც შესაძლებელია რომ ჩატარდეს” – განაცხადეს „სატრანსპორტო კომპანიაში“.
წყარო: ptn.ge