პირები, რომლებსაც ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, 14-დღიან კარანტინს გაივლიან

პირები, რომლებსაც ბოლო ორ კვირაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

პირები, რომლებსაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში 14-დღიან კარანტინს გაივლიან. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში შესულ ცვლილებებში ვკითხულობთ.

ცვლილების მიხედვით კარანტინს აღარ დაექვემდებარებიან ისინი, ვინც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდნენ.

გარდა ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებისა, ევროკავშირის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარზე კვლავ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება. განკარგულება ძალაში 23 აპრილს შევიდა.

წყარო: itv.ge