სააგენტო “საქინფორმის” ხელმძღვანელი არნო ხიდირბეგიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:
სააკაშვილის ნახმარი კონდომები
რატომ არ გაუკეთეს „ოცნებისტებმა“ პოლიტიკური აბორტი „ნაცვარდელებს“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე? არ დააპატიმრეს სააკაშვილი და არ გააუქმეს მწამებელთა პარტია? რატომ დღემდე ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა ნაცებით არის გაძეძგილი?! რატომ არ აიღეს სააკაშვილის ხიდი – პლასტმასის უზარმაზარი გველი, და სააკაშვილის ორი თავმოჭრილი პრეზერვატივი – პატრიარქის რეზიდენციის წინ დაგდებული, გარყვნილებისა და დიქტატურის მარადისობის სიმბოლო?!
შემთხვევითი როდია, რომ რიყეზე, სააკაშვილის თავმოჭრილი კონდომების მოედნად რომ იქცა, უცნობის აქციიდან 10 დღეში სააკაშვილის ნახმარი პოლიტკონდომები შეიკრიბნენ – მომავალი გეგმების დასასახად და15 მაისის აქციის მოსამზადებლად! აი, რატომ არ გაიყიდა მეორე დღეს აუქციონზე უკვე მერამდენედ გატანილი ეს ობიექტი – ვინ მიეკარება კალიგულას ნაქონს?!
თავმოჭრილმა სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ პირადი გინეკოლოგი ჰყოლია, მაგრამ პირადი პრეზერვატივები, თანაც – თავმოჭრილი?! ხალხმა უკვე არ იცის, საითკენ უყუროს – მიშას ნახმარ თავმოჭრილ კონდომებს, თუ საპატრიაქოს, სიონისკენ მტკვრის ერთი ნაპირიდან მეორეზე მცოცავ მიშას გველს, თუ 100 ათას თავმოკვეთილ მოწამეთა ხიდს?
გველებს და კონდომებს „თავისუფლებისკენ“ გავექეცი და … მიწისქვეშ, სააკაშვილის უბორნიაში ჩავარდი! რატომ არ აბრუნებენ მიწაზე პუშკინის ქუჩას, სააკაშვილის მიერ ზემოთ, მავზოლეუმში ლენინის ნეშტივით, დატოვებულს?! ნუთუ ნორმალურია, როცა დედაქალაქის შუაგული ყარსის ხელშეკრულებივით ყარს, რადგანაც აქ, ღამეც და დღისით-მზისითაც, შარდავენ?!
„პლანეტის“ თავზე ავედი – პუშკინის ქ.№6 ბებიაჩემის სახლში, სადაც დავიბადე, მაგრამ იქაც ნუგეში ვერ ვიპოვე: ჩემი აკვანის ადგილას დღეს „Air Frans“-ის ბილეთებს ყიდიან, ხოლო უზარმაზარი იტალიური ეზო, სადაც ბავშვები გივი ბერიკაშვილს ვეთამაშებოდით, მიტოვებულია ჩერნობილის მსგავსად…
„რა პატარა ვარ, ღმერთო!“ – შევძახე, როცა „თავისუფლებაზე“ ასულმა, საკუთარი ანარეკლიც კი ვერ ვნაზე შავშუშებიან შენობაში, უცხოპლანეტელების უზარმაზარ ხომალდს რომ ჰგავს!. „ახლა სად წავიდე, თავისუფლების იქით გზა განა არსებობს?!“ – ვკითხე იქვე, უკვე მესამე საუკუნე მდგარ პუშკინს. მაგრამ დიდი პოეტის პატარა ბიუსტი დუმილით სასულიერო სემინარიის შენობას შესცქეროდა, სადაც 21 დეკემბერს დაბადებული სოსელო ვარდზე ლექსს წერდა… ვარდზე, რომელიც 21 დეკემბერს დაბადებულმა სააკაშვილმა შეურაცხყო…
„თავისუფლების იქით გზა მთაწმინდაზე ადის!“ – პუშკინის მაგივრად მიპასუხა ავტობუსის მძღოლმა…