საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, „ნამახვანჰესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ ჰაიდი ჰაუტალას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ ეს ქალბატონი ჰაიდი ჰაუტალა, ვინცხა კუბილიუს-შიბლაუსკასი ან თქვენ რო აბდალი ბუშტენარუ გყავდათ ნაპოვნი, იმათნაირი არ გეგონოთ.. ეს ქალბატონო მართლა აკეთებს ევროპულ პოლიტიკას და ევროპარლამეტში ერთ ერთი ყველაზე სახელიანი ქალია… ამის ერთი სიტყვა იმდენს ნიშნავს რომ ვერც წარმოიდგენთ ამიტომ, მითქვამს მე თქვნზა, მიხედეთ ამ ნამახვანს თორემ, ჰაიდიმ თუ აიღო ეს საქმე ხელში, ნამეტანი გლახათ დაგიმთავრებთ აბააა…“
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ჰაიდი ჰაუტალამ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა.
„მხარს ვუჭერ საქართველოს მწვანეებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ“, – დაწერა ევროპარლამენტარმა.
დღეს, საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე გამოაცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.