ბოკერია: ამ დღეების განმავლობაში იყო პირდაპირი და ირიბი მცდელობები პასუხისმგებლობის მელიაზე გადატანის, რაც არასწორია.
“ევროპული საქართველო“ ამ შეთანხმების მონაწილე არ ვართ, რადგან მივიჩნევდით და მიგვაჩნია, რომ არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ამიტომ, ვერაფერს მოვიქმოდებთ ვერც ნიკა მელიას ამ მოწოდებაზე და ვერც ახლა”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა გიგა ბოკერიამ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, განაცხადა.
“რაც შეეხება ჩემს კომენტარს მელიას ამ პოზიციაზე, აბსოლუტურად გასაგებია ამ შემთხვევაში მისი მოტივაცია, რომ ამ ფონზე იმ ამნისტიით, რომელიც მისთვის მიღებელია, ამის გაფორმება არ მოხდეს ისე, რომ ეს მისთვის გაკეთდა. სამწუხაროდ, ამ დღეების განმავლობაში იყო პირდაპირი და ირიბი მცდელობები პასუხისმგებლობის მასზე გადატანის, რაც არასწორია. ვინც თვლის, რომ ეს ამნისტია ქვეყნისთვის საჭიროა, ჩვენ ამ კონტექსტში არ მივიჩნევთ, თვითონ უნდა აიღოს პასუხუისმგებლობა და მელიასკენ არ უნდა იშვერდეს ხელს“, – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია საპატიმროდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ გაითხოვონ ამნისტია, და ამ შემთხვევაში, სრულ პასუხისმგებლობას იღებს, დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვოს საპყრობილე.
ცნობისთვის, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ ოპოზიციას მოუწოდა, ამნისტიის კანონს მხარი არ დაუჭირონ.
წყარო: report.ge